ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობერტ ფიცოსთან, ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X"-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს