საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან კვლავ ხმაურია.

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი დუმბაძის თქმით, საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები.

მისივე თქმით, ის, რაც ახლა საოლქო კომისიებში მიმდინარეობს, არ არის პროცესი, მისი თქმით, ეს არის “ფიქცია, რომელიც ემსახურება არჩევნების გაყალბების შელამაზებას”.

“ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეპროტესტებინა ის მასობრივი გაყალბება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს, რისი შეხსენებაც გვინდოდა აქ მოკალათებული ადამიანებისთვის, რომლებიც დღესაც კი ცდილობენ გაყალბების გადაფარვას. ძლივს შევედით მიუხედავად იმისა, რომ ამის ლეგიტიმური უფლება გვქონდა. არც უბნის თავმჯდომარეს და არც სხვა წარმომდგენელს განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება არ მისცეს. ამაზე ჩვენ პროტესტი და კითხვები გაგვიჩნდა, რაზეც ბესო ლაჩაშვილს ჰქონდა ერთი პასუხი და ეს იყო დაცვის დაძახება და ჩვენი გაძევება საარჩევნო ოლქიდან. ეს არ არის პროცესი, ეს არის ფიქცია, რომელიც ემსახურება ერთ რამეს- არჩევნების გაყალბების შელამაზებას.

სხდომა დასრულებული არ არის, თავმჯდომარე უარს ამბობს ხელის მოწერაზე განსხვავებული აზრის დაფიქსირების გარეშე. განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალებას ისინი თავმჯდომარეს არ აძლევენ”, - განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობს, შესვლის საშუალებას არ აძლევს.

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს