ჯო ბაიდენი - არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ, მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ, მეზობელი გიყვარდეს, მაშინ, როდესაც ეთანხმები - მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა, ერთმანეთს შეხედეთ არა ისე, როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს

ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარებას იმსახურებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში განაცხადა.

“200 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკას მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდესი ექსპერიმენტი აქვს. ეს ჰიპერბოლა არ არის. ეს ფაქტია. როდესაც ხალხი ხმას აძლევს და თავის ლიდერებს ირჩევს, ამას მშვიდობიანად აკეთებენ. და ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს…

გუშინ პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს ვესაუბრე, რათა მისი გამარჯვება მიმელოცა, და დავარწმუნე, რომ მთელს ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ მის გუნდთან იმუშაონ მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებისთვის. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს”, - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკელებისადმი მიმართვის დროს ბაიდენმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა გრძნობები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია “არჩევანის მიღება, რომელიც ხალხმა გააკეთა”.

“ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამარჯვების პერიოდია, რაც აშკარაა. სხვებისთვის ეს მარცხის პერიოდია. კამპანიები სხვადასხვა ხედვების შეჯიბრია. ქვეყანა ან ერთს ან მეორეს ირჩევს, ჩენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ გააკეთა…

არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ. არ შეიძლება მეზობელი გიყვარდეს მხოლოდ როდესაც ეთანხმები. რაღაც, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ მიუხედავად იმისა თუ ვის მიეცით ხმა, არის ის, რომ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს შეხედოთ”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა “ამერიკული საარჩევნო სისტემის სამართლიანობა”.

“ის ჭეშმარიტია, სამართლიანია და გამჭვირვალეა - და მისი ნდობა შეიძლება, გამარჯვებაა თუ მარცხი”, - განაცხადა ბაიდენმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის