პრემიერი - არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი - 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2030 წელს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო.

„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არ განხორციელება იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს