რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა33-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებენ.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის 33 დაჭრილი ადამიანის შესახებ არსებობს ინფორმაცია, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქალაქის მიმართულებით რუსებმა 6 ავიაბომბი გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთ ონკოლოგიურ დისპანსერს მოხვდა, სადაც მძიმედ დაიჭრა ერთი ექიმი. ამ მომენტისთვის ონკოლოგიური დისპანსერიდან დაშავებულთა ევაკუაცია დასრულებულია.

ფედოროვის თქმით, ეს საბოლოო მონაცემები არ არის, ვინაიდან სხვა ადგილებში კიდევ გრძელდება ნანგრევების გაწმენდა, რომელთა ქვეშ შეიძლება ხალხი იყოს მოყოლილი.

აქამდე, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსების ავიადარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!