ირაკლი კობახიძე - აშშ-ში აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას - საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა - ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული

ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები უმაღლესი ხარისხით ჩატარდა.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანას ახასიათებს, როცა სამი ათასი უბანი იხსნება, მაგრამ, თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვას არჩევნები, საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით - ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს