ირაკლი კობახიძე - 5:1 მოვიგეთ არჩევნები, მსაჯი იყო ადგილზე, ეუთო/ოდირი - დისკვალიფიკაციის იმედი დღეს ვერ ექნება ოპოზიციას - ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე არის „ნაცი", ეს არის ტყუილი

ყველაფერი იქნება კარგად, ეს მატჩი მოვიგეთ ჩვენ დაახლოებით 5:1, მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 43 პროცენტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო.

„5:1 მოვიგეთ არჩევნები, მსაჯი იყო ადგილზე, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა არჩევნებს და იცით როგორია შეფასება. მახსოვს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ასეთი რაღაც იყო ხოლმე, რომ წააგებდი მატჩს, იმედი გქონდა, იქნებ მოწინააღმდეგე გუნდს ვინმემ მისცეს დისკვალიფიკაცია, ამის იმედი რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბავშვური რამეა. ამის იმედი დღეს ვერ ექნება ოპოზიციას. თქვენ ხედავთ, რომ ქუჩაში ვერავინ ვერ გამოჰყავთ, ზუსტად იმიტომ, რომ 890 ათასი ხმით ნაკლები აიღო მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ ჩვენთან შედარებით. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე არის „ნაცი", ეს არის ტყუილი. საქართველო არის განვითარებული კულტურის მქონე ტრადიციული ქვეყანა. საქართველოში ვერ იქნება ყოველი მეორე „ნაცი", რასაც უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს