ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი დონალდ ტრამპს უკრაინაზე და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებაზე ესაუბრნენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი დონალდ ტრამპს უკრაინაზე და აშშ-ევროკავშირის კავშირების გაძლიერებაზე ესაუბრნენ. ამის შესახებ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებენ.

“ტელეფონით მივულოცე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ. მზად ვართ ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობები ყველა სფეროში გავაღრმაოთ.

აღვნიშნე ევროკავშირის პრიორიტეტები ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, უმთავრესად უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი.

გავაგრძელებთ ევროპის გაძლიერებას და ჩვენს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მეტის ინვესტირებას”, - წერს მიშელი X-ის პირად გვერდზე.

მალევე ტრამპთან საუბრის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გაავრცელა.

“შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა დღეს დონალდ ტრამპთან, რათა არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა.

ველი ევროკავშირი-აშშ-ის კავშირების გაძლიერებას და გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის პასუხის გასაცემად ერთობლივ მუშაობას.

განვიხილეთ თავდაცვა და უკრაინა, ვაჭრობა და ენერგეტიკა.

ერთობლივ შეგვიძლია გავზარდოთ კეთილდღეობა და სტაბილურობა ატლანტიკის ორივე მხარეს”, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ის პირად გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს