„ჩემი ხმა“ - ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს - ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით - „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, ოზურგეთის ინსპექციამ 1500 და 3000 ლარით დააჯარიმა

„ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც “ჩემი ხმის” განცხადებაშია აღნიშნული, 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს - 3000 ლარით დააჯარიმა.

“სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” უკანონო დაჯარიმება ამ მცდელობის ნაწილია.

2024 წლის 4 ნოემბერს, ორგანიზაციამ ოფისის აივანზე კანონმდებლობის დაცვით განათავსა ტრანსპარანტი წარწერით „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, რაც დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გაპროტესტებას ემსახურებოდა. 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს - 3000 ლარით დააჯარიმა, „არასათანადო რეკლამის განთავსების” გამო.

„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” გურიაში მცხოვრები ადამიანების დახმარებასა და უფლებების დაცვას ემსახურება. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისას, მათ ათობით საარჩევნო დარღვევაც დააფიქსირეს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ უკანონო და უსამართლო მეთოდებით თავისუფალი აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის მიუხედავად, კოალიციის წევრი ყველა ორგანიზაცია ქართველი ხალხის არჩევანისა და უფლებების დაცვას განუხრელად გააგრძელებს”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს