ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის შემდგომ ოკუპაციას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის დროს ძალიან საშიში რიტორიკა მოისმინა.

„ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების შემდგომი გარანტიები არ არსებობს არის მზადება უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისა და ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განადგურებისთვის. აი, რა არის დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამას ჰქვია დივნის ექსპერტები. ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. ადამიანები, რომლებსაც ომი არ განუცდიათ და მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ - ეს სხვა ამბავია. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს უომიათ პუტინთან. ეს არის ანალიტიკა ომის ღრმა გაგების, ომის შედეგებისა და რისკების გააზრების გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე არის მოდელი, რომლის შესახებაც საუბრობს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრაზილია, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი.

„ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე სხვა რამ. უნდა გავიგოთ, რა არის „სხვა რამ“?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში