ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 10 ადამიანი

ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხსნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული. უწყებას არ დაუკონკრეტებია როდის მოხდა დაკავება, ან ვინ დააკავეს.

ამასთან, ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ გაიგზავნოს ორი სამაშველო თვითმფრინავი ისრაელის მოქალაქეების დასახმარებლად.

მან ნიდერლანდების ხელისუფლებას მოუწოდა, მტკიცედ და სწრაფად იმოქმედონ არეულობის წინააღმდეგ და უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების მშვიდობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს