ლევან იოსელიანი უდიებისა და ავარების თემების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კახეთის რეგიონში უდიებით დასახლებულ სოფელ ზინობიანის მოსახლეობას და სოფელ თივში მცხოვრებ ავარების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის, კულტურის და განსაკუთრებით კი მშობლიური - უდიური და ავარული ენების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

„ხაზი გაუსვეს სახელმძღვანელოების საჭიროებას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და აღნიშნეს, რომ მოსწავლეები საკუთარ ენას მოძველებული, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემული წიგნების ქსეროასლებით სწავლობენ.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, სასმელ წყალსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებიც განიხილეს.

კახეთის რეგიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ, ასევე, ცენტრალური აპარატისა და რეგიონული ოფისის თანამშრომლებმა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს