თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით - ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!

მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს.

ხუჭუა არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვლადიმერ ხუჭუამ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. 7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში