ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე, 21 ტურისტულ კომპანიასა და სასტუმროსთან ერთად სპეციალური სტენდით წარდგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ კომპანიასთან და სასტუმროსთან ერთად სპეციალური სტენდით წარდგა. თუ რა მნიშვნელობა აქვს WTM London 2024-ის გამოფენას საქართველოს ტურისტული სექტორისთვის სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ წარმომადგენელი ნატალია ჩანადირი საუბრობს.

„ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მოხარული ვარ ამ გამოფენით, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის მარტიდან ინიშნება პირდაპირი ფრენები British airways-დან და EasyJet- დან საქართველოს მიმართულებით. ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობით ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ტურისტული ბაზარი გაიხსნება საქართველოსთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდი ბრიტანეთიდან უამრავი მეგობარი და ყოფილი კოლეგა ჩამოვა საქართველოში, ასევე ბევრი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ნატალია ჩანადირმა.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით, 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება