გურამ მაჭარაშვილი - აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ - ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, გეგმა არა აქვთ

ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჭინთვების პროცესშია - ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დაიგვიანებს, მაგრამ გინდ შემოვიდნენ, გინდ ნუ შემოვლენ - ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! - აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და “თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ “კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ - “აღარ სცადოთ“.

მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, ოპოზიციის ლიდერებს გეგმის თაობაზე კითხვა აღარ დაუსვან.

“თხოვნა მაქვს მედიასთან: - აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ - ხომ ხედავთ, რომ გეგმა არა აქვთ და რატომ აწვალებთ? ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს - არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, რა გეგმა გაქვსო, გეგმა არა აქვთ, ამიტომ ამბობენ: ხაზარაძეა ჩვენი გეგმაო.

ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხდნენ, რომ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი გეგმა იყო ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება, რაც არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ.

რაც შეეხება მათ პარლამენტში შემოსვლას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არა პარლამენტში, მაგრამ არც მათი შემოსვლა და არც შემოუსვლელობა ქვეყნის განვითარებაზე რეაქციას არ მოახდენს, რაც არის მათი პრობლემა. გინდა შემოვიდნენ, გინდა ნუ შემოვლენ - ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მათ შემოუსვლელობას მხოლოდ ერთი პოზიტივი ექნება - ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ძალიან წყნარად და მშვიდად გავაგრძელებთ სახელმწიფოს განვითარებას, რა პერსპექტივა საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება