ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველი“ - დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენები ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტურისტული სეგმენტის მოზიდვას ხელს შეუწყობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორთან ერთად სპეციალური სტენდით წარდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, WTM London 2024-ის გამოფენაში 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.

გამოფენის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანია "კავკასუს თრეველის" წარმომადგენელი მაია კიკნაძე.

„ბრიტანული ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია, დიდი ხანია ვმუშაობთ ამ ბაზარზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის. წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა საუბარი, რომ აუცილებელია პირდაპირი ავია რეისები, დიდი ხანი ვოცნებობდით ქართველი ტუროპერატორები ამ ამბავზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვექნება ფრენა როგორც British airways-ით, ასევე EasyJet-ით, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტურისტული სეგმენტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მაია კიკნაძემ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს