გურამ მაჭარაშვილი - ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია - დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ

ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია - დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და პარტნიორული ურთიერთობები, რაც თუნდაც ორი-სამი წლის წინ იყო, კვლავ გააქტიურდება.

„ვამბობდით, რომ ევროკავშირი საჭიროა საქართველოსთვის, ისევე როგორც საქართველო ევროკავშირისთვის!

გადატვირთვის რეჟიმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მიდგომები შეიცვლება - პატივისცემა იქნება ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აირჩია.

დარწმუნებული ვარ, გადატვირთვის თვალსაზრისით პროცესები იმაზე უფრო მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით.

ვასალური დამოკიდებულებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ იქნება. რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვიქნებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს