„შატო მუხრანი“ - ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე კომპანია „შატო მუხრანის“ წარმომადგენელმა თაკო შეროზიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოფენაში მონაწილეობამ ახალი სტრატეგიული პარტნიორების შეძენის შესაძლებლობა მისცა.

„ჩვენ ვმონაწილეობდით ლონდონის უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აქ ძალიან ბევრი ახალი სტრატეგიული პარტნიორი შევიძინეთ, გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო. გაზაფხულიდან ველოდებით უკვე პირდაპირ ფრენებს ლონდონი-თბილისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი შეძენილი კონტაქტებით მეტი ტურისტი გვეწვევა მომავალი წლიდან საქართველოში და გაიზიარებს ჩვენს კულტურას“, - განაცხადა თაკო შეროზიამ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია წარსდგა, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს