თაზო დათუნაშვილი - მოქალაქეების არჩევანის მიტაცებისა და ქვეყნის გარუსების სპეცოპერაცია გადასახადების გადამხდელთა ფულით და ქართული ეკონომიკის ხარჯზე მოხდა - რეზერვები დაბალ ნიშნულზეა, რაც მაღალი რისკის ფაქტორია ეკონომიკისათვის

საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიტაცებისა და ქვეყნის გარუსების სპეცოპერაცია ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით და ქართული ეკონომიკის ხარჯზე მოხდა - რეზერვები საგრძნობლად დაბალ ნიშნულზეა და დღეის მდგომარეობით, 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მაღალი რისკის ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისათვის“,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები უპრეცედენტო და რეკორდული ოდენობის თანხით, ერთთვიან ვადაში- ოქტომბერში, დაახლოებით 627 მილიონი დოლარით შემცირდა.

„რეზერვები საგრძნობლად დაბალ ნიშნულზეა და დღეის მდგომარეობით, 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მაღალი რისკის ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისათვის.

ეროვნული ბანკის განმარტებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და არ შეესაბამება რეალობას. „ოცნების“ სრულად კონტროლირებადი ოროსანი ნათია თურნავა უცხოურ ვალუტას ყიდის ოცნების დავალებით და საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სხვადასხვა ფორმით მოსყიდვის მიზნით.

ის რომ, ეს ნიშნული კრიტიკულია და საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკისათვის მოკლე და საშუალო პერიოდში. ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები: „გლობალ ფაინანსმა“ ქალბატონი თურნავა ოროსნად გამოაცხადა და D ქულით შეაფასა მისი საქმიანობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ურჩევდა ეროვნულ ბანკს, რომ რეზერვები ასე არ გაეყიდა. ამის შესაღებ ისაუბრა სარეიტინგო კომპანია „ფიჩმა“,რომლისთვისაც თვალსაჩინოა რომ, არცერთი BB რეიტინგის ქვეყანა არ ფლობს ასეთ მცირე სავალუტო რეზერვებს.

ჯამში, 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი გაიყიდა წელიწადზე ცოტა მეტ დროში, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ამ ძალადობრივმა და ბოროტმა კამპანიამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საჯარო ფინანსებს და ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე ჯამში მთელმა პანდემიურმა პერიოდმა. პანდემიის ყველაზე რთულ თვესაც კი არ მომხდარა ამდენი უცხოური ვალუტის გაყიდვა სიტუაციის დასაჭერად.

ეს რიცხვები პირდაპირ გვეუბნება რომ, კოლოსალური რაოდენობის ფული იქნა დახარჯული მმართველი პარტიის მიერ, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისათვის, რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის თქმითვე, ეკონომიკური პროგნოზი პოზიტიური ვერ იქნება და აცხადებს, რომ ინფლაცია გარდაუვალია.

„ზოგადად ქართული ეკონომიკის პროგნოზები ვერ იქნება პოზიტიური და რეზერვების ფლანგვაც მხოლოდ ერთი სიმპტომია იმ უმძიმესი ბაცილისა, რასაც რუსეთი ჰქვია ქართულ ეკონომიკაში. მოკლე და საშუალო ვადიანი პროგნოზი პოლიტიკური იზოლაციის პირობებში საკმაოდ მძიმე იქნება:

მოსალოდნელია ჩვენი სუვერენული რეიტინგის კლება 2025 წელს, გამომდინარე სისტემური იზოლაციიდან.

გარდაუვალია ინფლაცია, რადგან სწორედ ინფლაციის მყისიერი ეფექტის გადასაფარად იხარჯებოდა რეზერვები და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელია მკვეთრი ზრდა.

დიდი ალბათობით, საერთაშორისო სანქციები დააზიანებს როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას, ასევე ყველა სწორი ინვესტიციის პერსპექტივას“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის