ირაკლი კობახიძე - დავალების მიმცემებმა რომ დაინახეს გახარია ბარიერს ვერ ლახავდა, წავიდა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა გახარიას პარტიისთვის უნდა მიეცა - მას ბარიერი ხელოვნურად გადაალახვინეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღეს, 15:00 საათის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ ხმა არა მათთვის, არამედ გიორგი გახარიას პარტიისთვის მიეცათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას პარტიას ბარიერი ხელოვნურად გადაალახვინეს.

„ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მოვიდა არის ის, რომ 15:00 საათის შემდეგ მოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ ხმა გიორგი გახარიასთვის მიეცათ. საათობრივად ხდება - ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. 15:00 საათის შემდეგ ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და 15:00 საათის შემდეგ მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებენ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა რა - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. დავალების მიმცემებმა როცა დაინახეს, რომ გახარია ბარიერს ვერ ლახავდა, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ ბარიერის გადალახვა მოახერხა. საბოლოო ჯამში, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. მათ შორის არავითარი სხვაობა არ არის. ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახვინეს ბარიერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს