CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიმართა

4 - 7 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ქართული დიპლომატიის კვირეულს“ უმასპინძლა. ღონისძიებათა სერია, რომელიც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, ქართული დიპლომატიის დღეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კვირეულის პირველ ლექციაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გრიგოლ მაგრაქველიძე თემით: „დიპლომატიური სამსახური და კარიერული საფეხურები“.

„მორიგი ლექცია დაეთმო საქართველოს ყოფილ დესპანს დიდ ბრიტანეთში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარს, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის მრჩეველ კახი ქენქაძეს თემით: „ქართული დიპლომატიის ისტორია“.

კვირეულის დასკვნით ლექციაზე კი აუდიტორიის წინაშე წარდგა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კონფლიქტოლოგი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი მირანდა მიქაძე თემით: „კონფლიქტების ტიპები და მათი მოგვარების გზები“.

კვირეულის ლექციები თეორიულ სწავლებასთან ერთად დატვირთული იყო მრავალფეროვანი პრაქტიკული კომპონენტითაც, რამაც საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებულ სტუდენტთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია.

ცნობისთვის, 3 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს დიპლომატთა დღეს „ქართული დიპლომატიის კვირეულით“, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა პროფესიული აქტივობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება