შალვა პაპუაშვილი - პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც მას აფინანსებს - წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაექცევა

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას - USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას.

„მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც აფინანსებს მას. 2020 წელს, ISFED-ის არაპროფესიონალიზმს, თუ მათ უცოდინარობას დაჰბრალდა ეს თითქოს, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას მალავდა. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, ისინიც რა დონით არიან საქმის კურსში? რატომ არ აქვეყნებს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს?

USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას. ასე რომ, წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა, რომ საჯაროდ გასცეს პასუხი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე. რატომ მალავს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს? და რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს? რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით ISFED-ი დეზინფორმაციას?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება