თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუ ისიც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს გამოკითხვას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება