Reuters - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად პენტაგონი ამერიკულ კომპანიებთან უკრაინაში მუშაობის მიზნით კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრაქტორების მცირე რაოდენობა ჩავა და ისინი ფრონტის ხაზისგან შორს იმუშავებენ. ასევე, ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს