უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 51 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 18 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

საჰაერო ძალების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ოდესის ოლქი იყო.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ჩერკასისა და ტერნოპილის ოლქებში იმუშავა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!