გიგი წერეთელი - 26 ოქტომბრს ჩატარებული არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

ორშაბათს ჩამოდიან ევროპის ქვეყნების ლიდერები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს“,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, 26-ს ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ჩაკეტავს.

“ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ განცხადებებს, მოწოდებებს - კრიტიკას, გამოძიების მოთხოვნას, შესაბამისად ყურადღება არის და ეს ყურადღება იქნება მანამ, სანამ არ იქნება ძალიან მკაფიო პასუხი იმაზე, რაც მოხდა ამ არჩევნებზე და რაც ჩვენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის. ევროპის ლიდერები ჩამოდიან თბილისში, ესენი ძირითადად არიან საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ეს არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ორშაბათს ჩამოდიან, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერები არიან და იმიტომაც აქვთ ასეთი რეაქციაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს