ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა

ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი აშშ-ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირანის მოქალაქე, ირანის რეჟიმის ბრალდებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, ირანული რეჟიმი დონალდ ტრამპის გარდა სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის, რომელიც ირანული რეჟიმის კრიტიკოსია.

აშშ-ის იუსტიციის განცხადებით, გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება და სავარაუდოდ ირანში იმყოფება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე - 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც 7 ნოემბერს, დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს