სომეხთა სამოციქულო ეკლესია მთავარანგელოზ გაბრიელისა და მიქაელის, ასევე, ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში, წმ. მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს ზეიმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„გაბრიელ მთავარანგელოზი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მთავარანგელოზი მიქაელი კი ყველა ბოროტი ძალის მძლეველია და დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს ულოცავს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება