„არა რუსულ არჩევნებს“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთ მსვლელობას მეტროსადგურ „უნივერსიტეტიდან“ მართავს

„არა რუსულ არჩევნებს“ - ამ მოწოდებით “კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდამჭერებთან ერთად მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან” მსვლელობას აწყობს. ისინი ამ ფორმით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ სად დასრულდება დღევანდელი მსვლელობა, ამის შესახებ წინასწარ შეგნებულად არ საუბრობენ.

“ჩვენ ვართ ყოველდღიური ქუჩის პროტესტის რეჟიმში, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. რუსთაველზეც იყო უზარმაზარი ორი მიტინგი. ასევე, დავდივართ სხვადასხვა ქუჩაში. დღეს არის ორი ლოკაცია, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა. მარშრუტს წინასწარ არ ვამბობთ, როგორც გადავწყვეტთ ისე ვივლით ქალაქში. დიახ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ხელში ვიღებთ ძალაუფლებას , “კოალიცია ცვლილებისთვის” და პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ დიახ, ქუჩაში წყდება დღეს[…] იმიტომ, რომ კონსტიტუცია მოპარულია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფორმები იქნება სხვადასხვა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” წინასწარ არ შევატყობინებთ. “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს ამ ქვეყნის მართვას”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი მსვლელობა მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს