მეტროსადგურ "მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას

მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას.

მსვლელობის გამო, მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ასევე, აქციის მონაწილეები გზაში შემხვედრებს პროტესტში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და წევრები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" წამოსული აქციის მონაწილეები შეუერთდებიან, რომელშიც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებიც მონაწილეობენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება