იგორ ნარმანია - „რუსული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისოდ არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც მათ ჩამოანგრევს - ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში

„რუსული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისოდ არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მათ. ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. რუსულ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება.

მისი თქმით, პარლამენტის არ აღიარება საერთაშორისო დონეზე იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მმართველ ძალას.

„ჩვენ დღეს პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები, ოპოზიციის მხარდამჭერები ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე - „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტრო და „მარჯანიშვილის“ მეტრო, საიდანაც დავიძვრებით მსვლელობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდეს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არ შედგეს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო ასპარეზზე და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს ეს საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ დღემდე და ეს კონკრეტული დღე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის არ ცნობა იყოს გამარჯვების დღე.

საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩამოანგრევს „რუსული ოცნების“ ხელისუფლებას და არ მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ვიყოთ ყოველ დღე და გამოვხატოთ პროტესტი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს