ლაშა ბაქრაძე - მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს პროტესტი - უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის - ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც ბევრნი უნდა ვიყოთ

მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს მსგავსი პროტესტი და უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის - ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის - ეს არის გზა ხსნისა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას გამოღვიძება სჭირდება, რადგან საჭიროა, რომ ადამიანებმა იბრძოლონ.

„ჩვენ ვიცით ორი მთავარი თარიღი უახლოეს მომავალში - ერთი არის ცესკო-ს მიერ გამოცხადება ამ არჩევნების შედეგების და შემდგომ პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უფრო და ძლიერი უნდა იყოს პროტესტი და სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა პროტესტები ყოველთვის იქნება, მაგალითად ასეთი მსვლელობები, როგორიც დღეს არის. როგორც ჩვენს უკან ბანერზე ახლა წერია - საქართველო უნდა გამოვაღვიძოთ, რომ ყველა მიხვდეს, რაც ჩვენს თავს ხდება, ის ყველას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაინახონ ის მომავალი, თუ კი ასე დარჩება, რას უქადის თითოეულს, ამიტომაც სწორედ ეს სიტყვა - გამოღვიძება მიმაჩნია სწორად, რადგანაც საზოგადოებას სჭირდება გამოღვიძება, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის და ეს არის გზა ხსნისა“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს