წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

ვალენსიაში ათასობით ადამიანმა რეგიონის ხელმძღვანელის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებასა და ქმედებებში ადანაშაულებდნენ და ასევე აცხადებენ, რომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გასცეს.

ესპანური მედიის ცნობით, აქციაში 130 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ: „ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით".

აქციის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელზედაც ასახულია ვალენსიის მერიის ტალახით მოსვრილი შენობა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომიტინგეებმა მერიის შენობას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

ქალაქის მერმა, მარია ხოსე კატალამ, სოციალურ ქსელში დაზიანებული შენობის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვანდალიზმი გამოსავალი არ არის“.

შეგახსენებთ, ვალენსიასა და მეზობელ პროვინციებში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხმოცზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება