მოსკოვის მერი - უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა - შეზღუდვები დაწესდა  აეროპორტებში

საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.

მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დრონებით თავდასხმის გამო, დედაქალაქის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება