პაატა მანჯგალაძე - თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება - დაუშვებელი - პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს

არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია - ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს, მიიტაცოს გამარჯვება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ყველაფერი საზოგადოების გამძლეობაზე და მონდომებაზეა და პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს.

"არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია - ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს მიიტაცოს ეს გამარჯვება. ახლა ყველაფერი ჩვენს გამძლეობაზე და მონდომებაზეა. პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს - უიმედობა. რომ არაფერი გამოვა, ეს აზრი უნდა უკუვაგდოთ, რადგან თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, ეს რეალობაც სანატრელი გახდება, სადაც დღეს ვართ. თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება - დაუშვებელი" , - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს