უკრაინელებმა 12 ოლქში 62 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიისკენ 145 დრონი გაუშვა, მათგან 62 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 67 ადგილობრივად დაიკარგა, 10 კი - მოლდოვას, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ გაფრინდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„10 ნოემბრის ღამეს მტერი თავს დაგვესხა უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით!” , - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით რუსებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და დაუდგენელი ტიპის დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის, ბრიანსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

უკრაინელებმა ოდესის, კიევის, ჟიტომირის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ვინიცას, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში რუსების კუთვნილი 62 დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს