მედიკოსები - ისრაელის მიერ ჯაბალიაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

ღაზის სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს.

ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერჯერობით შეჩერებულია. „ჰამასს“ სურს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მხოლოდ „ჰამასის“ აღმოფხვრის შემდეგ შეჩერდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს