ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი - მოკავშირეებმა მტკიცედ უნდა დაიცვან პრინციპი, რომ დაეხმარებიან უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება - ეს არის გზავნილი, რომელიც პუტინმა უნდა შეისრუტოს

უკრაინის წინააღმდეგ ომში ოქტომბერში ყოველდღიურად, საშუალოდ, 1 500 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა, ან იჭრებოდა და მსგავსი დანაკარგი რუსეთს არცერთ თვეში არ განუცდია ომის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან, ომის დაწყების დროიდან რუსეთის დანაკარგები 700 000-მდე გაიზარდა.

სერ ტონი რადაკინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი ხალხი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის “განსაკუთრებულ ფასს“ იხდის.

„რუსეთს, დაახლოებით 700 000 დაღუპული და დაჭრილი ჰყავს - უზარმაზარი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც რუს ერს უწევს პუტინის ამბიციების გამო“, - აღნიშნა სერ ტონი რადაკინმა.

მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა მტკიცედ უნდა დაიცვან პრინციპი, რომ დაეხმარებიან უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„ეს არის გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეისრუტოს და ასევე დარწმუნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის“, - აღნიშნა სერ ტონი რადაკინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება