ლევან ცუცქირიძე - „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ - უფლება რომ მივცეთ, არჩევნებსაც გააუქმებენ

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მსვლელობაზე განაცხადა, სადაც ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მისი თქმით, მმართველი პარტიას უფლება რომ მიეცეს, არჩევნებსაც გააუქმებს.

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რადგან მეგობრებს მტრებს ეძახის და რუსებს და ოკუპანტებს მეგობრებად გვასაღებს. რა თქმა უნდა, ამას თავის სამწუხარო შედეგები ექნება. რა საერთაშორისო გამოძიება, ამათ უფლება რომ მივცეთ, არჩევნებსაც გააუქმებენ და ეს იქნება ბოლო არჩევნები“, - დასძინა ცუცქირიძემ.

ინფორმაციისთვის, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის