ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ჯარისკაცებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება უკრაინული ძალებისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უპირველეს ყოვლისა, მადლიერების სიტყვა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ახორციელებენ დარტყმებს ჩვენი დრონებით. ყველა ხედავს, თუ როგორ მუშაობენ ეს დრონები ფრონტზე, ისევე როგორც ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და ბიჭებს სპეციალური ოპერაციების ძალებიდან. რუსული სამხედრო საწყობები, აეროდრომები და მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები არ დაიმალება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ფრონტზე რუსულ აღჭურვილობას ანადგურებენ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღამით მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს