მიხაილ როთი - მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები - ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ

მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები - ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ნორმალურია.

როთის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს და ისინი უცხოური დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

„ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში არის ნორმალური. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები.

მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“, - განაცხადა როთმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო