მიხაილ როთი - მმართველი პარტია ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო - გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს!

ვიცი, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს! - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის და მისი კოლეგები საქართველოში მოვლენათა განვითარებას ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან.

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გახლავთ ყველაფრისთვის წინაპირობა. რასაც ჩვენ მმართველი პარტიიდან ველით, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან ელის, გახლავთ ის, რომ გაიწვიონ არამხოლოდ ე.წ. რუსული კანონი, არამხოლოდ ე.წ. ანტი ლგბტ კანონი, არამედ გაიწვიონ ოფშორების შესახებ კანონი და ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება. ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ლიდერის მოლოდინი.

ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინსტრუმენტი გახლავთ გაფართოება. როცა საკითხი გაფართოებას ეხება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ გაგვაჩნია ძლიერი ინსტრუმენტები და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ გზას საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. ვიცი, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს. ჩვენ თქვენს ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. თქვენი პრეზიდენტი არის ძალიან გამბედავი ქალბატონი, იგი მხარს უჭერს ყველაფერს, რითაც შეიძლება საქართველო ამაყობდეს. მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას, ღირსებას, რაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება