ბადრი ჯაფარიძე - არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები

ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო 26 ოქტომბერს და ხმა მისცა პროდასავლურ ოპოზიციას, მაგრამ ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა. შესაბამისად, ახლა იქნება ამაზე საუბარი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, 8 ქვეყნის ევროპული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, „არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები, ის არის მიმტაცებელი და ამ ფაქტებს უგულებელყოფს“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მაღალი რანგის პარლამენტარების ჯგუფი ჩამოსულია იმისთვის, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას, რომელიც შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შემდგომ, რომ მათ ეს შეფასება გააცნონ თავიანთი ქვეყნების პარლამენტებს და შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეხვედრები გამოვიყენოთ ინფორმაციის მისაწოდებლად, სამსჯელოდ, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს, ერთხელ და სამუდამოდ, ის პერსპექტივა, რომელიც ამავდროულად ისტორიული შანსია, რომელიც ახლა ჩვენს ხელთაა და „ქართული ოცნება“ ცდილობს გაყალბებული არჩევნებით ის დაგვაკარგვინოს. ამიტომ, ჩვენი შეხვედრა სწორედ ამას მიეძღვნება - შემდგომი ნაბიჯები, ერთობლივი მოქმედება იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნოს ის მხარდაჭერა, რომელიც მას მუდმივად აქვს ევროკავშირისგან,დასავლელი პარტნიორებისგან. ეს მხარდაჭერა იქნება ზრდადი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს