დიმიტრი ცქიტიშვილი - საერთაშორისო გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად, ობიექტურობა დავაზუსტოთ - საერთაშორისო გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რათა „გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან“.

„შეხვედრა იყო ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დემოკრატიის მთავარი გულშემატკივრები. საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომლებზეც ეს დღეებია ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად, ობიექტურობა დავაზუსტოთ. ამაზეც იყო საუბარი. კონკრეტულად, რა ფორმა შეიძლება იყოს, ბუნებრივია, დღეს ვერ გადაწყდებოდა. ჩვენ არც მანდატი გვაქვს და ეს უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივად ჩამოყალიბებული ფორმა. ამ გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს