ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და რონდა რანდოლფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა ამერიკული გამოცემებისთვის, მედიაპლატფორმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ.

„პრესტურის მონაწილეები გაეცნენ თბილისს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, დაათვალიერეს მცხეთა. ამერიკელი ჟურნალისტები კახეთში, წინანდლის მამულებში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალს Winecast დაესწრნენ.

ფესტივალის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი სომელიეები გაუძღვნენ.

პრესტურის მონაწილეები ფესტივალის შემდეგ კარდანახს, ვაზისუბანს და ნატახტარს ესტუმრნენ და ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს