ნონა ქურდოვანიძე - 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ შექმნილია კრიზისული მდგომარეობა - არჩევნები ბევრი პრობლემით ხასიათდებოდა, მათ შორის არის ხმის ფარულობის დარღვევა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა.

როგორც ქურდოვანიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა შეეხო საპარლამენტო არჩევნებს და იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება.

რაც შეეხება არჩევნების დარღვევით ჩატარების შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა არ ყოფილა.

„უპირველესად, მათი ვიზიტია მთავარი „მესიჯი“. ასეთი ვიზიტები არ ხდება ჩვეულებრივ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია არ არის. ეს ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია კრიზისული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იმ არჩევნებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ეს არჩევნები ბევრი პრობლემით ხასიათდებოდა, მათ შორის არის ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური პრობლემა, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე ამ არჩევნებს კანონიერად ვერ თვლის იმიტომ, რომ კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ფარული. ეს შეხვედრა, ბუნებრივია, ეძღვნებოდა შექმნილ სიტუაციას, იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს