ნინო დოლიძე 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე - საუბრის თემა იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე და პრობლემებზე, „რამაც აღნიშნულ არჩევნებზე გავლენა იქონია“. ამის შესახებ ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს მესამე სექტორისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.

„იმ დროს, როდესაც ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები და ყველა ვსაუბრობთ იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც არჩევნებზე გამოვლინდა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არჩევნები ვერ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ეს აჩვენებს ინტერესს იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელებს, რომლებსაც სურთ მუდამ ჩვენ გვერდით დგომა, უნდათ, რომ უფრო მეტად იცოდნენ, რა მოხდა არჩევნების დროს. შესაბამისად, საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია. ყველა ჩვენ-ჩვენი დაკვირვების შედეგები მივაწოდეთ და ნიშანდობლივია ის, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე და ამან, როგორ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა