დავით მათიკაშვილი - არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია შემდგარია - პირველი სხდომაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება!

26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია შემდგარია - პირველი სხდომაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის ოპოზიციის ტყუილები და უარგუმენტო ჭორაობა, რომლის ფასიც ნულოვანია“.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესასვლელად რადიკალი ოპოზიციონერების რიგიც დადგება.

„ოპოზიცია ახლა დიდ გაჭირვებაშია! არც პროტესტის რეალური რესურსი გააჩნიათ და თან საკუთარი ამომრჩეველიც მოტყუებული ჰყავთ. ცხადია, მათ დღის წესრიგში უდგათ, რომ რაიმე ფორმით თავი იმართლონ.

ოპოზიციამ ამ გასაჭირში თავი საკუთარი ტყუილების გამო ჩაიგდო. მათ საარჩევნო კამპანია არ უწარმოებიათ, ამომრჩეველთან არ უსაუბრიათ და როცა არჩევნებს მწარედ წააგებ, შემდეგ არაფერი უნდა გაგიკვირდეს.

ოპოზიცია ლაბირინთშია შესული და ახლა ცდილობს, ლაბირინთიდან გამოაღწიოს, სადაც კედლებს აწყდება. მათ მცდელობას ნულოვანი ეფექტი ექნება, რადგან ეს კინო რამდენიმე წლის წინ უკვე ვნახეთ.

ალბათ, პარლამენტში რადიკალი ოპოზიციონერების შემოსასვლელად რიგიც დადგება. მათ მანდატებს შევუწყვეტთ თუ არა, ეს საკითხი შემდეგ გადაწყდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი