შემოსავლების სამსახური - ბოლო 3 თვის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში - 8 278 880,09 ლარი (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით) აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 649 712,89 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახური, როგორც საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენასა და შესაბამისი რეაგირების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივად ახორციელებს მკაცრ კონტროლს არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების პროცესის მიმართ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს