სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰეიდი გრაუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს.

„ისაუბრეს არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე და სახალხო დამცველის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ რეაგირებაზე.

მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის გაგრძელების პერსპექტივებზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი